29 წლის მსახიობი ეზრა მილერი, რომელსაც საზოგადოება Justice League-ით, We Need to Talk About Kevin-ითა და Fantastic Beasts-ის ფილმებით იცნობს, კვირას 28 მარტს ჰავაიში დააკავეს. მას ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შევიწროება ედება.

ჰავაის პოლიციის განცხადებით, ჰავაიში მდებარე ბარში სამართალდამცავები 27 მარტს, შუაღამდემდე ცოტა ხნით ადრე გამოიძახეს. ჩვენებების მიხედვით, მილერი ბარში მყოფ ადამიანებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, ერთ ქალს კარაოკეზე სიმღერის დროს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა, შემდეგ კი უცნობ კაცსაც დაუპირისპირდა. პოლიციის ინფორმაციით, ბარის თანამშრომლებმა მსახიობს რამდენჯერმე მოუწოდეს, დამშვიდებულიყო, თუმცა უშედეგოდ.

მილერი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გირაოს სახით $500 გადაიხადა. მისი წარმომადგენლები კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.