რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების 10 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. გადაწყვეტილება შეეხება ოთხ დიპლომატს ლიეტუვიდან, სამს ლატვიიდან და სამს ესტონეთიდან.

გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად სამივე ქვეყნის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდაა მიღებული. ლიეტუვამ ოთხი რუსი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ლატვიამ და ესტონეთმა კი სამი.