ქართული ოცნების დეპუტატს, მაია ბითაძეს ჰგონია, რომ ოპოზიცია ირაკლი კობახიძესა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს განცხადებებს ჰპარავს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია "თავისად ასაღებს" იმას, რასაც მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ.

"იცით, რას დავაკვირდი? დილით თუ ირაკლი კობახიძე ან რომელიმე ჩვენი კოლეგა გააკეთებს განცხადებას, რომელიც სწორია და რომელიც მათაც იციან, რომ სწორია, შემდეგ ტელევიზიებში თავისად ასაღებენ და იქით გვარიგებენ ჭკუას [...]

მართლა, გულწრფელად ვკითხულობ და გულწრფელად მჯერა უკვე, რომ სადღაც, ყოველ საღამოს ან რომელიღაც ტელევიზიაში ან სადმე მომდევნო დღის მავნებლური დღის წესრიგი ჩნდება, რომლის მიხედვითაც მერე ყოველდღე ცდილობთ, რომ ააგოთ დღის წესრიგი და თან კითხულობთ... არა, კი არ კითხულობთ, გვეჩხუბებით. ხანდახან მგონია, რომ ჩემი მასწავლებლები ხართ", — თქვა მან.

ამასთან, ბითაძემ განაცხადა, რომ "საქართველო პატრიოტიზმზე" დგას და მოუწოდა ოპოზიპიონერ დეპუტატებს "ქართველებს რუსეთუმეებს ნუ ეძახიან".