ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით — ყაველაშვილი ენმ-ს
ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ხალხში მისმა გინებამ "აღფრთოვანება" გამოიწვია. მან ნაციონალური მოძრაობა შეურაცხმყოფელად მოიხსენია და თქვა, რომ ენმ "ნაძირლების პარტიაა".
"სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, შეიძლება, ასეთი რეალობა არსებობდეს? აღფრთოვანება, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ, რომ აი, ასეთი, ბოდიში და ნაძირლების პარტია ბრძანდებით. გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამე იყოს?", — თქვა ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, ყაველაშვილმა ენმ-ს მხარდამჭერებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ ნაციონალურ მოძარობას "გაემიჯნონ", რადგან ისინი "დამთავრებულები" არიან და "შეუძლებელია" ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
"აღარ ვიგინები, საზოგადოებას კიდევ ბოდიშს ვუხდი და ახლა რჩევას გაძლევთ, ჩემო ძვირფასებო. სანამ დროა, კარგად დაფიქრდით, არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ მთელი თქვენი მოღვაწეობა პოლიტიკაში ყოფნით. სანამ დრო არის, გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან, თუ გაქვთ შესაძლებლობა, ის ადამიანობა, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, რაზეც არის საუბარი და რაზეც გინდათ, რომ თქვენი მომავალი დაამყაროთ, დროა ახლა, რომ გაემიჯნოთ.
პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრებულია, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, გამორიცხულია და გაემიჯნეთ. იმ პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართავ, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს, არ იცით, რა ხდება. ერთი და იგივე ხდება, იმიტომაც იღებთ 2%-ს და 1%-ს, გიორგი ვაშაძე და დანარჩენი ეს პარტიები, იმიტომ, რომ ხალხს არ უსმენთ და არ იცით განწყობა", — თქვა მან.
პირველ მარტს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და შეიგინა: "ჩვენ და თქვენს შორის, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს იმის დედას შევე*ი". დეპუტაის გინებას დარბაზში ტაში მოყვა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები