უკრაინელმა კატამ, სახელად სტეპანმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს, უკრაინელი ცხოველების დასახმარებლად $10 000 შეაგროვა. თანხა ცხოველთა ორგანიზაციებსა და უკრაინის ზოოპარკებს გადაეცემათ.

ფოტო: loveyoustepan / Instagram

ფოტო: loveyoustepan / Instagram

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გულით გიხდით მადლობას აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი შემოწირულობა შეუფასებელია. თქვენი მხარდაჭერის წყალობით, შეგვიძლია, უკრაინაში მყოფ ცხოველებზე ვიზრუნოთ", — ვკითხულობთ სტეპანის ინსტაგრამზე.

სტეპანი პატრონთან ერთად უკრაინში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში აღმოჩნდა. სტეპანის პატრონმა უკრაინელმა ქალმა ინსტაგრამზე თავისი დანგრეული კორპუსის ფოტო დადო, წარწერით "ომი უკვე ჩვენს სახლამდეც მოვიდა". ამის შემდეგ სტეპანი თავის ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე თავშესაფარში ცხოვრობდა.

ცოტა ხნის შემდეგ სტეპანის ოჯახმა პოლონეთის საზღვრამდე მიაღწია და ქვეყანა ფისოსთან ერთად დატოვა. ახლა სტეპანი თავის მზრუნველ ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და საფრთხე აღარ ემუქრება.

ფოტო: loveyoustepan / Instagram

ფოტო: loveyoustepan / Instagram

ამავე თემაზე:

ცნობილი უკრაინელი ფისო ოჯახთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ ჩავიდა