"ჯი-თი მოტორსის" კიდევ ერთი წარმატება — კომპანია Ford-ს ოფიციალურად უკვე რეგიონშიც წარმოადგენს
საქართველოში დაფუძნებულ კომპანიაში ფინანსურ წელს აჯამებენ და წარმატებით გადალახულ გამოწვევებზე საუბრობენ:
უკვე მე-15 წელია, "ჯი-თი მოტორსი" საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. დღეის მონაცემებით, კომპანია საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან ავტო ბრენდებს, როგორიცაა Ford, Jaguar, Land Rover და Suzuki. გუნდური მუშაობის, თავდაუზოგავი შრომისა და მსოფლიო ბრენდებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა კომპანიამ წლების განმავლობაში უამრავი სირთულის გადალახვა მოახერხა.
2022 წელი "ჯი-თი მოტორსისთვის", ისევე, როგორც ყველასთვის მძიმედ დაიწყო. რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონისთვის დიდი ტრაგედიაა. "ჯი-თი მოტორსში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და ცდილობენ, დახმარება გაუწიონ. მატერიალური მხარდაჭერის გარდა, გადაწყვეტილება მიიღეს, ჰოლდინგის ქვეშ არსებულ სასტუმრო "ამერი პლაზაში" საქართველოში დარჩენილი უკრაინელები უფასოდ განათავსონ და შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი.
პანდემიის გამო, ყველასთვის რთული იყო გასული 2021 წელიც. თუმცა "ჯი-თი მოტორსმა" გამოწვევების დაძლევა წარმატებით შეძლო და, ფინანსური წლის შეჯამების შემდეგ, მნიშვნელოვანი მიღწევებიც გამოიკვეთა.
"Ford Motor Company"-ს რეგიონული წარმომადგენლობა
2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა "Ford Motor Company"-სთან გაფორმებული ახალი შეთანხმებაა. "ჯი-თი მოტორსისა" Ford-ის 14 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, კომპანია ბრენდის ავტორიზებული იმპორტიორი გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც. ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების აღსანიშნავად, 2022 წელს "ჯი-თი მოტორსი" ბაქოში Ford-ის ახალ შოურუმს გახსნის და მსოფლიო ბრენდის ახალ მოდელებს ქართველების გარდა, ერთ-ერთ პირველებს აზერბაიჯანელ მომხმარებლებსაც წარუდგენს.
თუმცა, რეგიონული წარმომადგენლობა Ford-ისა და "ჯი-თი მოტორსის" 13-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ერთადერთი წარმატება არ ყოფილა. ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ Ford-ისგან 8 საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის, Ford Europe-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კომერციული გარიგებისათვის. მსოფლიოში ცნობილი ბრენდისთვის "ჯი-თი მოტორსთან" თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, რაც არაერთხელ აღინიშნა როგორც Ford-ის რეგიონული, ისე — გლობალური ოფისების მხრიდან. სწორედ ამიტომ, Ford-მა კომპანიას თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა და 2021 წლიდან "ჯი-თი მოტორსი" ბრენდს უკვე აზერბაიჯანშიც წარმოადგენს.
ერთ-ერთი ლიდერი Jaguar Land Rover-ის წარმომადგენლობებს შორის
2021 წელს "ჯი-თი მოტორსისათვის" წარმატებული იყო თანამშრომლობა Jaguar Land Rover-თანაც. მსოფლიო ბრენდმა 2021 წელს "ჯი-თი მოტორსი" რამდენჯერმე აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა რეგიონში. მაშინ, როცა რეგიონი მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, ყატარი, მაროკო, იორდანია და ომანი, ეს აღიარება ავტოინდუსტრიის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი კომპანიები მუშაობენ და კონკურენცია დიდი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ჯი-თი მოტორსმა" მოახერხა და ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო მონაცემებით ტოპ ხუთეულში მოხვდა, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების კუთხით — ტოპ სამეულში.
სწორედ ასეთი დამსახურებისა და წარმატების საპასუხოდ, Jaguar Land Rover-მა სრულიად ახალი Range Rover-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ფერისათვის საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი შეარჩიეს — Batumi Gold.
გარდა ამისა, სწორედ "ჯი-თი მოტორსს" ერგო პატივი, მომხმარებლისთვის, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარედგინა პირველი სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace. აღნიშნული მოდელის წარსადგენად, კომპანიამ მომზადების არაერთი ეტაპი გაიარა. განახლდა შოურუმი და სერვის ცენტრი, დამონტაჟდა სპეციალური დამტენები და, რაც მთავარია, ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების კურსი. "ჯი-თი მოტორსის" აქტიური მუშაობის შედეგად, ქართველმა ავტომოყვარულებმა კიდევ ერთი ექსკლუზივი მიიღეს Land Rover-ისგან და ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ახალი Land Rover Defender იხილა.
"ჯი-თი მოტორსის" სამომავლო გეგმები
"ჯი-თი მოტორსი" განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს. ყველაზე რთულ პერიოდში, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, კომპანიაში პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. სწორედ ამ მოტივაციით, "ჯი-თი მოტორსის" გეგმებში საქართველოს რეგიონებში განვითარებას გეგმავს. თუკი აქამდე კომპანია ბათუმში მხოლოდ ერთი ბრენდის შოურუმით იყო წარმოდგენილი, ახლა ყველა ბრენდის შოურუმის გახსნა იგეგმება, სრულფასოვანი მომსახურებით. "ჯი-თი მოტორსი" აპირებს ბათუმში მოაწყოს საავტომობილო სივრცე, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები