უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ სურთ, რომ რუსი სამხედროების ცხედრები ოკუპანტებს გადასცენ, თუმცა რუსულმა მხარემ ამაზე თავიდან უარი განაცხადა, შემდეგ კი მათ ნაგვის პარკები შესთავზა. ამის შესახებ მან რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიებს ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენთან ადამიანები სახეს გაუნგრევდნენ რაიონის ასეთ ხელმძღვანელს ან ვინმეს, თუ ცხედრებს ასეთ პარკებში მოიტანდნენ. ან თუ არ ენდომებოდათ წაყვანა, ან თუ დამალავდნენ. ამას გეუბნებით მე, პრეზიდენტი იმ ქვეყნისა, რომელიც ებრძვის რუს ჯარისკაცებს, რომელებიც აქ მოვიდნენ და ჩვენ ისინი გვძულს, ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ [...] ეს ომია, მაგრამ ეს ხომ ნახირი არ არის? ეს ხომ ნახირი არ არის [...]

რატომ არის ეს ყველაფერი საშიში? მე თქვენ გეტყვით — საშიშია, იმიტომ, რომ როცა საკუთარ ადამიანს ასე ექცევი, როგორი მიდგომა გაქვს სხვებთან? ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ რუსეთის ფედერაციისთვის მათიანები. აი, ამიტომაც საშიშია. მე მივიჩნევ, რომ ეს სიველურეა და ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება. უკრაინისთვის ჩვენ გვესმის, რისი გულისთვის და თქვენთან?", — აღნიშნა მან.

ზელენსკის ინტერვიუ ჰქონდა რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტებთან, რომლებსაც კრემლი დევნის. ინტერვიუს დაანონსების შემდეგ, როსკომანდზორმა წინასწარ მოითხოვა მედიებისგან, რომ ის არ გამოექვეყნებინათ.

ინტერვიუ ჩაწერეს Meduza-ს მთავარმა რედაქტორმა, ივან კოლპაკოვმა, ტელეკომპანია დოჟდის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ, ჟურნალისტმა და მწერალმა, მიხაილ ზიგარმა (მან ასევე დაუსვა ზელენსკის ერთი შეკითხვა Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორისა და ნობელის პრემიის ლაურეატის დიმიტრი მურატოვისგან) და კომერსანტის სპეციალურმა კორესპონდენტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში