საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ გამოიყენებდა იმ ტერმინოლოგიას, რითაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა მოიხსენია. ასე ეხმაურება ემანუელ მაკრონი ფაქტს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "ყასაბი" უწოდა.

"მე ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი [...] ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს", — თქვა მან.

DW-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური საშუალებებით უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და შემდეგ რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა. მაკრონის თქმით, თუ ამის მიღწევა სურთ, არ უნდა მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია არც სიტყვებით და არც ქმედებებით.

ბაიდენმა პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ყასაბი უწოდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში