უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტები კიევიდან 70 კილომეტრით, ზოგიერთ რაიონში კი 35 კილომეტრის დაშორებით გააძევეს. უწყებაზე დაყრდნობით ინფორმაციას სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

"ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს უფლებას, რომ კიევის თავდაცვა შევამციროთ", — წერია განცხადებაში.

მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები დედაქალაქს კარგად იცავენ. უკრაინის ოფიციალური უწყება ამბობს, რომ კიევის ასაღებად საჭიროა დიდი რაოდენობის პერსონალი და აღჭურვილობა, რასაც ახლა რუსეთი ვერ უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში