Guardians of the Galaxy-ს ვარსკვლავმა, მსახიობმა კრის პრატმა ცოტა ხნის წინ განმარტა თუ რატომ თქვა უარი ფანებთან ფოტოს გადაღებაზე უარი.

"აქამდე არასდროს მქონია პრობლემები, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა დავიწყო დროის დაზოგვა. თუ მინდა, რომ ხალხში გავიდე და ჩვეულებრივი რაღაცებით მივიღო სიამოვნება, მაშინ ხალხისთვის იმედის გაცრუებაც უნდა ვისწავლო. ფოტოს გადაღება მომენტით აღტაცება და გულწრფელი პროცესი კი არ არის, არამედ იმისთვის უნდათ, რომ იტრაბახონ. მე ხელის ჩამორთმევას და საუბარს ვთავაზობ ხოლმე, მაგრამ მერე მაინც ფოტოს იღებენ.", - ამბობს პრატი.

კრის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი კომენტარი ჟურნალსიტებს ემა უოტსონმაც მისცა, Entertainment Weekly-სთან მიცემულ ინტერვიუში ჰარი პოტერის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ის თაყვანისმცემლებთან ფოტოებს აღარ გადაიღებს, ამის მიზეზად კი საკუთარი პირადი ცხოვრების შესაძლო დაზარალება დაასახელა.

"თუ ვინმე გადაიღებს ფოტოს ჩემთან ერთად და ამ ფოტოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს, ამით ზუსტად ორ წამში გამჟღავნდება ჩემი ადგილმდებარეობა, ჩაცმულობა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად ვიმყოფები. ამიტომ ამიერიდან ვეცდები იშვიათად გადავიღო ფოტო ჩემს ფანებთან, ამისთვის კი უკეთესი ალტერნატივა მოვიფიქრე - ავტოგრაფი და საუბარი მათთან. პირობას ვდებ რომ ყოველ მათ შეკითხვას ვუპასუხებ ჰარი პოტერის შესახებ თუ ისინი ჩემთან ერთად არ გადაიღებენ ფოტოს", - ამბობს ემა.

2016 წლის მაისში იგივე განცხადება გააკეთა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა და გულშემატკივრები გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ მას დაინახავდნენ ფოტოს გადასაღებად არ მისულიყვნენ.

"იმ შემთხვევაში თუ სადმე შემამჩნევთ იცოდეთ, რომ ფოტოს გადასაღებად არ მოხვიდეთ ჩემთან, რადგან როდესაც ამას აკეთებთ თავი გალიაში გამომწყვდეული ცხოველი მგონია. ვიცი ეს ბევრს არ მოგეწონებათ და იტყვით, რომ თქვენ ჩემს ალბომებს ყიდულობთ, მაგრამ დიახ, თქვენ ყიდულობთ ჩემს ალბომებს და არა მე", - თქვა ბიბერმა.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს მსახიობ ჯენიფერ ლოურენნსაც.

"არის მომენტები როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ცუდად გამოვიყურები ან ვსადილობ და როდესაც ამ დროს ვინმე ჩემთან მოდის ფოტოს გადასაღებად ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს რადგან ზუსტად ვიცი რომ ამის გაკეთება არ მინდა, მაგრამ უარსაც ვერ ვიტყვი, მერე ვინმემ რომ არ თქვას რა ბრაზიანი ყოფილაო.", - ამბობს ჯენიფერი.