CNN ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედროები უკრაინაში გადაჰყავს. მისივე თქმით, პენტაგონს არ შეუძლია თქვას ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ჯარისკაცი გადაიყვანა მოსკოვმა ადგილზე.

"ჩვენ ახლა გვაქვს ინიშნებები იმისა, რომ მათ საქართველოდან უკრაინაში ძალები გადაჰყავთ", — ამბობენ აშშ-ის თავდაცვაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში