უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, იღებენ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ. მისი თქმით, აქვთ შეგრძნება, რომ რაღაც არ იციან და ეს გაურკვევლობა ელიან, რომ გაურკვევლობა დასრულდეს.

"უკრაინელი ხალხი ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის გასამართლებლად, იმისათვის, რომ მიუერთდეს ყველა იმ საერთაშორისო სანქციას, რომელიც მიღებული იქნა, არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვგრძნობთ და ვიღებთ ინფორმაციას ზოგიერთი გარკვეული ურთიერთობების დათბობების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. ჩვენ ვიცით, რომ ეს, უბრალოდ, ასე არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ამიტომ არის შეგრძნება რაღაცის, რაც არ ვიცით, რაღაცის, რაც არ არის გარკვეული და რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ ეს გარკვეულობა დადგეს", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში [ ფორმულას თარგმანი].

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში