ტაილანდელმა კაცმა ფეისბუკის ლაივ ვიდეოს დროს საკუთარი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

BBC-ის ინფორმაციით, 21 წლის კაცმა მიტოვებული სასტუმროს შენობაში ჯერ 1 წლამდე ასაკის გოგო ჩამოახრჩო და შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ის საკუთარ ცოლს ეჩხუბა.

ფეისბუკმა ოჯახს უკვე მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საიტიდან მასალა უკვე წაშლილია.

გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა ფეისბუკზე ვიდეო ნახეს და პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ოფიციალურ პირებს კაცი და მისი შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ვიდეოში ჩანდა, რომ მამამ გოგოს კისერზე მარყუჟი ჩამოაცვა, სახურავიდან გადააგდო, შემდეგ კი თავი მოიკლა.