ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე ესაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი აპირებს ამ "სახელმწიფოებს" შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი. ლავროვი ამბობს, რომ მათი მხრიდან ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას აფასებს.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე აღიარა.