ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონსა და რამდენიმე დემოკრატს რუსულ გეგმასთან დაკავშირების გამო სასამართლოში უჩივის. 2016 წელს ტრამპსა და მის გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ბრალი რუს აგენტებთან გარიგებაში ედებოდათ.

2020 წელს აშშ-ის სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ დაასკვნა, რომ რუსეთმა გამოიყენა რესპუბლიკელი პოლიტიკური ოპერატორი პოლ მანაფორტი და WikiLeaks ვებსაიტი, რათა ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. მოსკოვი უარყოფს, რომ არჩევნებში რამე ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული.

108-გვერდიანი სარჩელის მიხედვით, ზარალისა და ხარჯების ასანაზღაურებლად ტრამპი 24 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.