დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 247, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი,

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 645 301-ს შეადგენს. გარდაიცვალა 16 698 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა — 28, იმერეთი — 81, ქვემო ქართლი — 20, შიდა ქართლი — 34, გურია — 60, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 46, კახეთი — 39, მცხეთა-მთიანეთი — 10, სამცხე-ჯავახეთი — 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 889, საიდანაც: 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი; 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: