პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის უმაღლესი პირები მათთან საუბარზე მუდმივად უარს აცხადებენ, რაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ გაურკვევლობას ზრდის. მისი თქმით, მათთან არ საუბრობენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი ცდილობდნენ სატელეფონო ზარების დამყარებას თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალ ვალერი გერასიმოვთან, მაგრამ ისინი აქამდე უარს ამბობდნენ კომუნიკაციაზე", — ამბობს ის.

The Washington Post-თან ინტერვიუში სამხედრო საკითხების სპეციალისტები ამბობენ, რომ მაღალჩინოსნებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არქონა ექსაკაციის რისკებს ზრდის.

პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გაუჩინარებას მისი მოუცლელობით ხსნის. მისი თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს" და მინისტრს არ აქვს მედიასთან აქტიურობის დრო. როგორც CNN წერს, პესკოვმა პასუხი არ გასცა კითხვას, სად და როგორ არის სერგეი შოიგუ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში