ბელარუსის პასუხად დიპლომატები უკრაინამაც გააძევა. პასუხი სარკისებრი ეფექტის იყო — უკრაინამაც მხოლოდ ბელარუსი 5 დიპლომატი დაიტოვა და ლვოვში საპატიო საკონსულო დახურა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინული მხარის გადაწყვეტილებაზე ბელარუსის საელჩოს პერსონალის ხუთ ადამიანამდე შემცირების შესახებ. ბელარუსის საელჩოს სხვა თანამშრომლებს უუქმდებათ დიპლომატიური აკრედიტაცია და მათი და მათი ოჯახის წევრების უკრაინაში ყოფნა არასასურველად ცხადდება",— თქვა საგარეო უწყების სპიკერმა.

გუშინ 23 მარტს ბელარუსმა ქვეყნიდან უკრაინელი დიპლომატები გამოაძევა. მიზეზად კი უკრაინის "არამეგობრულ ნაბიჯები" დაასახელა. მათი თქმით, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბელარუსში 1+4 ფორმატში გააგრძელებს მუშაობას, გარდა ამისა, დაიხურება ბრესტში უკრაინის გენერალური საკონსულო.

უკრაინამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ გააკრიტიკა ბელარუსი რუსეთის მხარდაჭერის გამო. ოფიციალურად ბელარუსის ჯარები ომში ჩართული არ არის, თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ მათ ტერიტორიას რუსეთი უკრაინული დასახლებების დასაბომბად იყენებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ უკრაინელმა მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი გადასცა და მოუწოდა ის მათი სასაზღვრო დაცვის უფროსისთვის გადაეცათ, როგორც ზურგში დარტყმისა და ღალატის სიმბოლო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში