საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინულ ლიტერატურასა და ისტორიას ბრძოლა გამოუცხადა. უკრაინულ დასახლებებში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ წიგნების განადგურება დაიწყეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების ბიბლიოთეკებში დაიწყო უკრაინული ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის "გამორიცხვა" — ისეთების, რომელიც არ ემთხვევა კრემლის პროპაგანდის პოსტულატებს. მათივე განცხადებით, ამისთვის "სამხედრო პოლიციის" რუსული ქვედანაყოფები მიიწვიეს, და ამჟამად, გარდა რეპრესიულისა, ისინი ასრულებენ ე.წ. "იდეოლოგიურ ფუნქციებს".

"პოლიციელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ წიგნები უკრაინული მაიდანების და უკრაინის განმათავისუფლებელი ბრძოლების ისტორიის შესახებ. "ექსტრემისტული“ ლიტერატურა მოიცავს უკრაინის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო და პოპულარულ ისტორიულ ლიტერატურას.

ოკუპანტებს აქვთ აკრძალული სახელების მთელი სია. მათ შორის: მაზეპა, პეტლიურა, ბანდერა, შუხევიჩი, ჩორნოვილი. ქალაქ კრემენნაიაში, რუბიჟნეში (ლუგანსკის ოლქი), გოროდნიაში (ჩერნიგოვის ოლქი) ვახტანგ ყიფიანის წიგნები "ვასილი სტუსის საქმე" ამოიღეს", — აცხადებენ უწყებაში.

ყიფინის წიგნი "ვასილი სტუსის საქმე"

ფოტო: GETTY IMAGES

დაზვერვის ინფორმაციით, რუსები აღმოჩენილ წიგნებს იღებენ, ადგილზე ანადგურებენ ან გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ. მათივე თქმით, გარდა ამისა, ლუგანსკის ოლქის სტარობელსკში, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია იღებს ზომებს, რომ დანერგონ მაღაზიებსა და ბაზრებში რუსული რუბლის მიმოქცევა. ასევე, პუტინის ჯარები ცდილობენ ადგილზე საოკუპაციო ადმინისტრაციების განთავსებას.