ვოლოდიმირ ზელენსკი

24 Mar. 2022, 16:07

უკვე ერთი თვეა გიმეორებთ ერთსა და იმავეს, ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სამხედრო დახმარება სჭირდება, შეუზღუდავად. ისევე, როგორც შეუზღუდავად იყენებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მთელ არსენალს. ის ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს. ნებისმიერ ობიექტს — საცხოვრებელი კორპუსებიდან ეკლესიებამდე, საკვების საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე. უკრაინამ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რომ არ დავკარგოთ ამდენი ადამიანი. ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ, მაგრამ ერთიც არ მოგვეცით. 

ჩვენ გთხოვეთ ტანკები, რომ ჩვენი ქალაქების განბლოკვა შეგვძლებოდა — მარიუოპოლის, ბერდიანსკის, მელიტოპოლის. ქალაქები, რომლებშიც რუსეთს ასობით ათასი ადამიანი ჰყავს მძევლად და შიმშილს ხელოვნურად ქმნიან. თქვენ მინიმუმ 20 ათასი ტანკი გყავთ, უკრაინამ გთხოვათ თქვენი ტანკების 1% მოგეცათ, ან მოგეყიდათ, მაგრამ ჩვენ ამაზე მკაფიო პასუხი არ მიგვიღია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ