ფორსეტი Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის რიგით მე-4 კონკურსში გიწვევთ. კონკურსის საწყისი საპრიზო ფონდი 3 500 ლარია.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

ამასთან ერთად, ორი კვირის განმავლობაში საშუალება გექნებათ, კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევის მქონე მონაწილეებს.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

მონაწილეობის მისაღებად 6 აპრილამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:

  • ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
  • სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
  • ანიმაციურ გიფს;
  • სხვას.

საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.

როგორია შეფასების კრიტერიუმები?

  • სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი?
  • რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა?
  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის
  • გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხაგანსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
  • კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)?
  • დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს?
  • ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა.
  • პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი?
  • პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?
  • ბონუსი — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მოაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან?

* ბონუს ქულებში არ ჩაითვლება ინფორმაციის მოთხოვნის ის შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი მონაცემები საიტზე უკვე განთავსებული აქვს.
* შეფასების ყველა კომპონენტს თანაბრი ძალა აქვს.

კონკურსის ვადები

  • 4 აპრილი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.
  • 4 აპრილი— რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.
  • 6 აპრილი — რეგისტრაციის დასასრული.
  • 9–18 აპრილი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.
  • 19 აპრილი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსე ეს ფორმა 6 აპრილამდე: https://forms.gle/QHQrirNfvXCu64728

გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh

4 აპრილს, 17:30 წუთზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/meeting/register/tZ0vdO2uqjopGtfG1SC9dki7PXUsqHIhq0ts

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
[email protected]