გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალონდელი. მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სააგენტოში 25-27 მარტს კი უნალექო ამინდს ვარაუდობენ. მათივე თქმით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.