უკრაინელი ფისო, სახელად სტეპანი, რომელსაც სოციალურ ქსელებში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ოჯახთან ერთად რუსეთის მიერ დაწყებულ ომში აღმოჩნდა. სტეპანი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა 2020 წლიდან გაიცნო და დღეს მისი სახალისო ვიდეოები მილიონობით მაყურებელს მოსწონს. ომის დაწყების შემდეგ კი, ფისოსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ბევრი ადამიანი ღელავდა.

სტეპანის პატრონმა უკრაინელმა ქალმა 2 კვირის წინ ინსტაგრამზე თავისი დანგრეული კორპუსის ფოტო დადო, წარწერით "ომი უკვე ჩვენს სახლამდეც მოვიდა". ამის შემდეგ სტეპანი თავის ოჯახთან ერთად რამდენიმე დღე თავშესაფარში ცხოვრობდა. ცოტა ხნის შემდეგ სტეპანის ოჯახმა პოლონეთის საზღვრამდე მიაღწია და ქვეყანა ფისოსთან ერთად დატოვა. ახლა სტეპანი თავის მზრუნველ ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და საფრთხე აღარ ემუქრება.

ფოტო: Instagram

პოლონეთში ჩასულ სტეპანს ადგილობრივი ინფლუენსერები და ბლოგერები დაეხმარნენ, რათა საფრანგეთში საცხოვრებელი ეპოვა და ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ გამგზავრებულიყო. ახლა ფისოს მეპატრონე ანას სურს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად თანხა შეაგროვოს, რათა უკრაინაში დარჩენილ ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს დაეხმაროს.

ფოტო: Instagram

გარდა ამისა, ანა ითხოვს, რომ იმ თაღლითებს ყურადღება მიაქციონ, რომლებიც სტეპანისთვის ფულის შეგროვებას ითხოვენ. მისი თქმით, სოციალურ ქსელების მომხმარებლები მხოლოდ ერთ სტეპანს იცნობენ და ახლა ის უსაფრთხოდაა. საფრანგეთში მყოფი სტეპანის ოჯახი კი ფისოს ძველ ფოტოებს გვიზიარებს, როცა ის საკუთარ სახლში ბედნიერად ცხოვრობდა.

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram