NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის და მას შორსმიმავალი შედეგები ექნება.

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება კონფლიქტის ბუნებას მთლიანად შეცვლის. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება", — განაცხადა მან.

დღეს, 23 მარტს დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში" ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

27 თებერვალს პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში