ჩვენთვის ნივთიერების სამი ყველაზე გავრცელებული აგრეგატული მდგომარეობაა ცნობილი — მყარი, თხევადი და აირადი. დამატებით არსებობს მეოთხე, ნაკლებ გავრცელებული ფორმა — პლაზმა. ახლა კი, პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც, მათი აზრით, ადასტურებს მატერიის მეხუთე აგრეგატულ მდგომარეობას. ამ აღმოჩენას ფიზიკის სფეროს სამუდამოდ შეცვლა შეუძლია, ნათქვამია პრესრელიზში.

ფიზიკოსმა დოქტორმა მელვინ ვოპსონმა, მკვლევარმა რომელიც ამ ახალი ექსპერიმენტის უკან დგას, ადრე გამოაქვეყნა ნაშრომი, რაც ამტკიცებდა, რომ ინფორმაციას აქვს მასა. ნაშრომის მიხედვით, ყველა ელემენტარული ნაწილაკი ინახავს ინფორმაციას ადამიანებში დნმ-ის მსგავსი გზით. მან თქვა, რომ ინფორმაცია არის სამყაროს ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკი და შესაძლოა ეს ფენომენი იდუმალი ძალის, ბნელი მატერიის ახსნაშიც დაგვეხმაროს. თუ ეს დადასტურდება, სამყაროს ფორმირებას სრულიად ახლებურად შევხედავთ.

ექსპერიმენტი, რომელსაც ფიზიკის შეცვლა შეუძლია

ვოპსონი, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი ჟურნალში AIP Advances, მიზნად ისახავს მატერიის მეხუთე აგრეგატული მდგომარეობის დამტკიცებას, რომელიც დაემატება მყარს, თხევადს, აირსა და პლაზმას.

მას სჯერა, რომ მატერიის მეხუთე მდგომარეობას გააჩნია ინფორმაციის ფორმა და რომ მის ექსპერიმენტს შეუძლია შეცვალოს ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ.

"ეს იქნებოდა ევრიკას მომენტი, რადგან ის შეცვლის ფიზიკას, როგორც ვიცით და გააფართოებს სამყაროს შესახებ ჩვენს გაგებას. თუმცა, ის არ შეეწინააღმდეგება ფიზიკის არცერთ არსებულ კანონს. ეს არ ეწინააღმდეგება კვანტურ მექანიკას, ელექტროდინამიკას, თერმოდინამიკას ან კლასიკურ მექანიკას", — ამბობს ვოპსონი.

ვოპსონის ექსპერიმენტი შეიმუშავეს ელემენტარული ნაწილაკებში ინფორმაციის აღმოსაჩენად და გასაზომად ნაწილაკ-ანტინაწილაკების შეჯახების გამოყენებით.

"ეს ინფორმაცია ელექტრონის მასაზე 22 მილიონჯერ მცირეა, მაგრამ ინფორმაციის შინაარსი მისი წაშლით შეგვიძლია გავზომოთ. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც აჯახებთ მატერიას ანტიმატერიასთან ისინი ერთმანეთს ანადგურბენ. ამ ანიჰილიაციის შემდეგ კი, ნაწილაკიდან მიღებული ინფორმაცია სადმე უნდა წავიდეს", — ხნის ვოპსონი.

ეს ანიჰილაციის პროცესი გარდაქმნის ნაწილაკების დარჩენილ მასას ენერგიად, ჩვეულებრივ, გამა ფოტონების სახით. ნებისმიერი ნაწილაკი კი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, გარდაიქმნება დაბალი ენერგიის ინფრაწითელ ფოტონებად. თავის ნაშრომში ვოპსონი პროგნოზირებს ინფრაწითელი ფოტონების ენერგიას ამ ინფორმაციის წაშლის შემდეგ. თუ ექსპერიმენტის სიზუსტე დადასტურდება, მას შეუძლია აჩვენოს, რომ ინფორმაცია მართლაც არის სამყაროს ძირითადი სამშენებლო ბლოკი. ეს კი მთლიანად ცვლის ჩვენს გაგებას ფიზიკის შესახებ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.