ლეგენდარული ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი ჯონ უილიამსი 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალურ კონცერტს გამართავს, რომელიც BBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სამოც წლიანი კარიერის მანძილზე, უილიამსმა შექმნა მუსიკა უამრავი ცნობილი ფილმისთვის. მათ შორის - ვარსკვლავური ომები, ჰარი პოტერი, ჯეინ ეარი, სუპერმენი, E.T., მარტო სახლში, შინდლერის სია, რიგითი რაიანის გადასარჩენად და მრავალი სხვა.

ჯონ უილიამსი ხუთი ოსკარის მფლობელია, მისი საიუბილეო კონცერტი ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში, 20 ივლისს, 19:30-ზე დაიწყება.