უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში ოკუპანტების ინტენსიური დაბომბვის პარალელურად. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნებით მშვიდომიანი მოსახლეობის გაყვანის მცდელობები შეწყდა რუსეთის დაბომბვის გამო.

"დღევანდელი მდგომარეობით ქალაქში 100 000-მდე ადამიანია. არაადამიანურ პირობებში. სრულ ბლოკადაში. არც საკვები, არც წყალი, არც წამალი. მუდმივი დაბომბვის ქვეშ", — ამბობს ზელენსკი.

მან ისაუბრა, რომ ოკუპანტები ერთ ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხნენ და უკრაინის მთავრობის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლი ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის თქმით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის 7 026 მცხოვრები გამოიყვანეს 22 მარტს ქალაქიდან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში