გამოცემა POLITICO-ს მკითხველებმა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. "აუდიტორიის არჩევანი" ონლაინ გამოკითხვაა, რომელიც აკეთებს პროგნოზსს იმის შესახებ, თუ ვინ შექმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს მიმდინარე წელს ევროპაში.

დეკემბერში ასეთ ადამიანად იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი დასახელდა, თუმცა მედია წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, მათ არჩევანის გაკეთება მკითხველებს კიდევ ერთხელ სთხოვეს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა მონაწილემ უკრაინის პრეზიდენტს "იმედის შუქურა" უწოდა, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში