ქობულეთში პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ორგანიზაცია ალტ-ინფოს ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ მოქალაქეების პროტესტს დაპირისპირებ მოყვა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ უკრაინის დროშა.

"გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი, სადაც ბავშვებიც არიან, მოვიდნენ ვიღაც შენიღბული ადამიანები და დაერივნენ პატარა ბავშვებს, მეც დამარტეს. ჩემი ძმა დააკავეს, არ ვიცი რის გამო", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.

On.ge დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.