სამხრეთ ჩინეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მაშველებმა ბორტზე მყოფი ადამიანების პირადი ნივთები იპოვეს, მაგრამ გადარჩენის ნიშნები არ არის. სახელმწიფო მედიამ ვითარებას მძიმე უწოდა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩენილიყო.

შემთხვევის ადგილას დაახლოებით 600 ჯარისკაცი, მეხანძრე და პოლიციელი მუშაობს, მას შემდეგ, რაც გზის გასუფთავება მოხერხდა.

21 მარტს ჩინეთში China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 123 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა.