მდინარაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ომის პარტიის ინიციატივებს არ განვიხილავთ
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის არცერთ ინიციატივას არ განიხილავენ. არგუმენტად მდინარაძეს მოჰყავს ის, რომ "ომის პარტია" საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
"ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე, მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა. წარმოუდგენელია შეხვიდე, იმ ხალხის მიერ ინიცირებული შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანია, საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები, ან როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს", — თქვა მან.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება არსებულ სიტუაციაში "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.
"ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", — დასძინა მან.
17 მარტს პარტია ლელო ინიციატივით გამოვიდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში ჩაერთოს და ქართულ საზოგადოებას მიმართოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის სურვილი, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს, ისტერიად შეაფასა, თუმცა ოპოზიციამ უკვე ოფიციალურად გააფორმა ეს ინიციატივა და მას შესაბამისი წერილით მიმართა. ამავე დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და "მისი დანაყოფების" ინიციატივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არ უყურებენ. მდინარაძის აზრით, ოპოზიციის ინიციატივები ფილტრის ქვეშ უნდა გადიოდეს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები