ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას — ჯაფარიძე
პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას. მისი თქმით, გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი, რომ რუსეთის დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით.
"ანუ, იტყვი "ნეიტრალური ვარ" და მორჩა? შეგეშვებიან? აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს? აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ყველა პატარა/სუსტმა სახელმწიფომ რომ ეს ეთქვა და დაემთავრებინა ომები დედამიწაზე? მეოთხე კლასში რატომ არ ვასწავლით რომ ამის თქმა ასეთი მნიშვნელოვანია? ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას.
გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი, რომ რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით", — ამბობს ჯაფარიძე.
როგორც ჯაფარიძე წერს, რუსეთს არ უნდა, შევძლოთ წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის შექმნა, რადგან ამან შეიძლება დააფიქროს რუსეთის მოქალაქეები იმაზე რომ მათაც სურთ ასეთი ქვეყანა. მისივე თქმით, კრემლს არ სურს, გვქონდეს კარგი სასამართლო და ამის გამო, მისი შიშით, "უნდა გავაგრძელოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ცხოვრება?".
"რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რადგან რუსებმაც თუ იგივე მოინდომეს თავისთან, ესეც საფრთხეა იქ არსებული რეჟიმისთვის
რა ვქნათ, შევიზღუდოთ თავი აზრების თავისუფალი გამოხატვისგან, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა მეზობლად წარმატებული, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკა, რადგან ესეც საფრთხეს აჩენს რომ იგივე შეიძლება მოითხოვონ რუსებმა შინ. რა ვქნათ, ჩავრჩეთ კიდევ დიდხანს საბჭოთა საქართველოში როგორც ჩავრჩით ეს 30 წელი, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს ბევრი ფული, ვიყოთ მდიდრები, რადგან მერე შეიძლება ბოლომდე დავიკიდოთ ეგ ბოროტების მოდიფიცირებული იმპერია. რა ვქნათ, დავრჩეთ ღარიბები და განუვითარებლები და ამ ჭაობში დავტოვოთ ჩვენი შვილებიც, რუსეთის შიშით?", — წერს ის.
ჯაფარიძის თქმით, რუსეთს არ უნდა, საქართველოში არჩევნებით იცვლებოდეს ხელისუფლება და გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
"რუსეთს არ უნდა ჩვენ ოდესმე ვისწავლოთ და შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა, რადგან მერე ვეღარ შეგვაშინებს, ვეღარ დაგვაჩმორებს. რა ვქნათ, დავრჩეთ უღირს ჩმორებად და იგივესთვის გავწიროთ შვილებიც, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა რომ აქ გაიაროს ტვირთებმა, ნავთობმა, გაზმა, მაგიტომ ჩაკლა ანაკლიის პროექტიც, რადგან თვითონ აქვს ინტერესი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებაში. რა ვქნათ, ყველაფერზე უარი ვთქვათ რამაც შეიძლება ფული მოგვიტანოს, რუსეთის შიშით?", —აცხადებს ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, ე.წ. ნეიტრალიტეტი სინამდვილეში ნიშნავს "უარის თქმას ყველაფერზე, რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია". ჯაფარიძის თქმით, ეს დასრულდება რუსეთის მხრიდან "ჩვენი ჩაყლაპვით", როგორც კი ამის ხელსაყრელი მომენტი დაუდგება.
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები