უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 509 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 556 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 252 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 99 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 123 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 000 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 35 ერთეული.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში