დაახლოებით ერთი თვის წინ კაილი ჯენერმა და მისმა პარტნიორმა ტრევის სკოტმა საზოგადოებას ახალდაბადებული შვილის სახელი გაუმხილეს. სახელი ვულფი (Wolf / მგელი) უამრავ ადამიანს ეუცნაურა და, როგორც ჩანს, მათ შორის ბავშვის მშობლებიც აღმოჩნდნენ.

ცოტა ხნის წინ კაილიმ ინსტაგრამზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გამომწერებს ამცნო, რომ შვილს სახელი გადაარქვა:

ფოტო: Instagram

"ინფორმაციისთვის, ჩვენს შვილს ვულფი აღარ ჰქვია. ვგრძნობდით, რომ ეს სახელი არ უხდებოდა. უბრალოდ მინდოდა, თქვენთვისაც მეთქვა, რადგან ყველგან ვულფი მხვდებოდა", — წერს კაილი.

კაილის ბავშვის ახალი სახელი ჯერ არ გაუმხელია, თუმცა, სავარაუდოდ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.