დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 067, ხოლო გარდაიცვალა 7 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის, 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,87%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 7,19% ხოლო 7 დღის მანძილზე — 4,78%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 447;
  • აჭარა — 34;
  • იმერეთი — 143;
  • ქვემო ქართლი — 37;
  • შიდა ქართლი — 65;
  • გურია — 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 99;
  • კახეთი — 76;
  • მცხეთა-მთიანეთი — 28;
  • სამცხე-ჯავახეთი — 13;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაშია — 208. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: