რუსეთის სასამართლომ Facebook და Instagram "ექსტრემიზმის" გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

Meta-ს "ექსტრემისტულად" ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. მიზეზად დასახელდა 4 500-ზე მეტი მოთხოვნა, რომ სოციალური ქსელებიდან წაეშალათ "ყალბი მასალები", რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდებოდა, ასევე პოსტები, რომლებიც ხალხს აქციებისკენ მოუწოდებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება WhatsApp-ს, რომელიც ასევე Metas-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს აპლიკაციები რუსეთში როსკომანდზორმა აკრძალა.