ხარკოვში 96 წლის კაცი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა, ოკუპანტების დაბომბვისას დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ავრცელებს. ბორის რომანჩეკომ გამოიარა ბუხენვალდის, პეენემუნდეს, მიტელბაუ-დორას და ბერგენ-ბელზენბაუს ბანაკები.

ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია ტვიტერზე მის შვილზე დაყრდნობით წერს, რომ ცხოვრობდა ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომელსაც პარასკევს, 18 მარტს ჭურვი მოხვდა.

"ის მოესწრო გერმანელ ნაცისტებს, მაგრამ ვერ გადაურჩა რუს ფაშისტებს", — წერს Unian.

ადმინისტრაციის ცნობით, ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი იყო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში