მარტში კინოთეატრებში ბეტმენის ახალი ფილმის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. ფილმმა და პატინსონის შესრულებამ საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ბინდის საგისა და ედვარდ კალენის პერსონაჟის გულშემატკივრებიც იყვნენ.

ბინდის პირველი ნაწილი 2008 წელს გამოვიდა და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. ვამპირი ედვარდ კალენი 14 წლის შემდეგ ღამურად, ანუ ბეტმენად იქცა, ამიტომ მაყურებლებმა, რომელთა თინეიჯერობის საყვარელი ფილმიც ბინდი იყო, ბეტმენს დიდი სიამოვნებით უყურეს და არც ხუმრობები დაუშურებიათ.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 სახალისო მიმს, რომელიც ბეტმენზე ბინდის ფანების რეაქციას აღწერს:

1. "აუცილებელია, რომ ბეტმენამდე ბინდის ყველა ფილმი ვნახო?

2. "ბრუს ვეინის ედვარდ კალენიფიკაცია"

3. "მიყვარს კინემატოგრაფიული პარალელები"

4. "პარალელები ბინდსა და ბეტმენს შორის"

5. "კრისტენ სტიუარტი ოსკარისთვის იბრძვის. რობერტი ბეტმენში თამაშობს. ტეილორ ლოტნერი. ბინდმა საზოგადოებაზე შეუცვლელი კვალი დატოვა"

6. "იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ახლა რობერტ პატინსონს ბეტმენის გამო აქებენ, რამდენი პროცენტი აპირებს ბინდის ნახვას? 1%-ზე ნაკლები. ბინდის რამდენი ფანი ნახავს ბეტმენს რობერტის მხარდასაჭერად? 90%-ზე მეტი. ესაა ერთგულება. ჩვენ გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენი სიყვარული უპირობო და უცვლელია"

7. "ბეტმენი ბინდის გაგრძელებაა. ედვარდ კალენი სრულყოფილი ვამპირი გახდა და ღამურად გადაიქცა"

8. "რობერტ პატინსონმა ბეტმენის განსახიერება შეძლო, თუმცა კრისტიან ბეილი ედვარდ კალენს ვერ ითამაშებდა"

9. "ორივე ძალიან მიყვარხართ"

10. ყველაზე საშინელი ვამპირი