თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 70 კომპიუტერი და 15 ლეპტოპი იყიდა. შესაბამისი ხელშეკრულებები კომპანია შპს იუ-ჯი-თი-სთან 18 აპრილს გაფორმდა. ჯამში კომპანია დაახლოებით 100 ათას ლარს იხდის.

სატრანსპორტო კომპანიას 15 ლეპტოპის შესყიდვა 18 899,85 ლარი უჯდება, 70 კომპიუტერის შესყიდვა კი 79 590 ლარი. საშუალოდ, ერთი კომპიუტერული მოწყობილობის ფასი 1 159 ლარია.

შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხორციელდება.