პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, იმისთვის, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი შედგეს, ჯერ მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს და მისი შედეგები შეთანხმდეს.

"იმისთვის, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე ისაუბრო, ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულო, ანუ უნდა ჩაატარო და შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები. ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის", — ამბობს პესკოვი.

ამასთანავე, პესკოვის მტკიცებით, მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განიხილება და უკრაინელები მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს გადაჯგუფებისა და რუსეთის არმიაზე თავდასხმისთვის იყენებენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში