გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება.

23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 მარტს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.