თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

მათი ცნობით, ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშუტებზე: N107; N301; N316; N318; N324; N326; N329; N332; N347; N364; N368; N374; N380; N382; N390; N398.

მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში სპეციალური ტექნიკა მუშაობს, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.