24 თებერვლიდან დღემდე მსოფლიოს ყურადღება უკრაინელებისკენაა მიპყრობილი, რომლებიც რუს ოკუპანტებს ებრძვიან და სამშობლოს იცავენ. ომს ყოველდღიურად უამრავი უკრაინელი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის — ბავშვების.

უკრაინაში არსებული ურთულესი მდგომარეობის პარალელურად, 18 მარტს კრემლმა მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე მასშტაბური კონცერტი გამართა, რომლის მიზანი უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერა იყო. სტადიონზე შეკრებილებს უმღერეს საომარი სიმღერები, მოასმენინეს კრემლის ნარატივი, სხვადასხვა გზით აჩვენეს საომარი სიმბოლო Z და ბოლოს $14-ათასიან ქურთუკში გამოწყობილმა ვლადიმერ პუტინმა ომის გასამართლებლად წმინდა წერილიდან ციტატაც კი გამოიყენა. რუსეთის ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და კონცერტის გასაშუქებლად 2021 წელს გადაღებული კადრები გამოიყენა.

კონცერტი იმდენად წარმოუდგენელად აბსურდული აღმოჩნდა, რომ ყველას ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს რუსეთი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც რუსი ოკუპანტები უკრაინელ მოსახლეობას უმოწყალოდ არ ხოცავენ.

ორი განსხვავებული რეალობის საჩვენებლად ფეისბუქის მომხმარებელმა ირაკლი გამსახურდიამ უკრაინისა და რუსეთის ფოტოები ერთმანეთს შეადარა და ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთი ცივილური მსოფლიოსგან განსხვავებულ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს:

1. უკრაინელი მშობლის დამშვიდობება და პუტინის მისალმება

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

2. ორი განსხვავებული ხედი

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

3. მარცხნივ უკრაინელები ომში დაღუპული ბავშვების ხსოვნას მიაგებენ პატივს, მარჯვნივ კი პუტინის კონცერტს ესწრებიან

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

4. პუტინის პოლიტიკის შედეგები უკრაინასა და რუსეთში

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

5. მარცხნივ უკრაინელი ქალი საკუთარ სახლს მისტირის, თინა კანდელაკი კი კონცერტზე რუსეთს ადიდებს

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

6. როგორ გამოიყურება ომი რუსეთისთვის VS უკრაინისთვის

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

7. განსხვავებული რეაქცია ომზე

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

8. განსხვავებული ემოციები

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

9. პარალელური სამყაროები

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

10. როგორ ზეიმობენ რუსები ომს, როცა მილიონობით უკრაინელს სახლის მიტოვება უწევს

ფოტო: Irakli Bedalaga Gamsakhurdia

ამავე თემაზე: