უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკის გაჟონვა უმნიშვნელოა და მოსახლეობას საფრთე არ ემუქრება. მათ თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს, რომ ამიაკმა საწარმოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად გაჟონა.

დღეს დილით სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დიმიტრი ჟივიცკიმ გაავრცელა. მისი თქმით, ამიაკით დაბინძურების რადიუსი 5 კილომეტრი იყო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში