უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მეორე მსოფლიო ომს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ შეჭრა "სამხედრო ოპერაცია არ არის".

"ეს სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც ჩვენი ხალხის ჩვენი შვილების, ოჯახების, სახელმწიფოებრიობის, ქალაქების, კულტურებისა და იმ ყველაფრის განადგურებას ისახავს მიზნად, რაც მათ უკრაინულად აქცევს. ამიტომ, მე უფლება მაქვს ისტორიაში ეს პარალელი გავავლო", — თქვა მან.

მან, ასევე, ისრაელს მოუწოდა, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ და დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაუწესეს რუსეთს სანქციები. მისივე თქმით, ისრაელს საუკეთესო საჰაერო თავდაცვა აქვს და მათ უკრაინის დახმარება ნამდვილად შეუძლიათ.

"თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს, გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე [...] არჩევანი თქვენ გაქვთ ჩემო ძმებო და დებო, თქვენ თქვენი პასუხით უნდა იცხოვროთ", — განაცხადა ზელენსკიმ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში