მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართული კონცერტი ყველანაირად "გამორჩეული" იყო. არა მხოლოდ იმით, რომ პუტინის გამოსვლისას უცებ ოლეგ გაზმანოვის სიმღერა ჩაირთო, არც იმით, რომ სცენაზე პროპაგანდისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა, ან იმით, რომ პუტინმა ომის გამართლება ბიბლიის ციტირებით სცადა და ამ დროს $14-ათასიანი ქურთუკი ეცვა.

კონცერტზე კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს და ეს მხარდამჭერები არიან, რომლებიც ღონისძიებას წინა წელსაც ესწრებოდნენ აბსოლუტურად იდენტური ვიზუალით. უფრო ზუსტად კი გაირკვა, რომ 2022 წლის კონცერტის გაშუქებისას, ის კადრებია გამოყენებული, რომელიც 2021 წლის კონცერტს ასახავას.

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა, ყურადღება გაამახვილა გადაცემის ზოგიერთ კადრზე. მან აღმოაჩინა, რომ 2022 წლის კადრებში იგივე გოგოები არიან, რომლებიც შარშამნდელში. ამის დასტურად მან ორი ვიდეოს სქრინშოტი მოიყვანა ერთი დღევანდელია, რომელსაც იუთუბერი განიხილავს, ხოლო მეორე მასკვა 24-ზე 2021 წელსაა გამოქვეყნებული.

კადრები გადაამოწმა On.ge-მაც და აღმოაჩინა, რომ 2022 წლის კონცერტზე გოგოები ჩანან დღევანდელ ოფიციალურ ვიდეოშიც, რომელიც საბჭოს youtube-ზე გავრცელდა. იგივე კადრი ვიპოვეთ 2021 წლის ვიდეოშიც და არა მხოლოდ მასკვა 24-ზე გამოქვეყნებულში. აღმოჩნდა, რომ იუთუბზე დევს კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ეს კადრი წამიერად ჩნდება სხვა რაკურსით, მაგრამ მათი ცნობა მაინც შესაძლებელია.

კადრი 2022 წლის კონცერტიდან

იმის დადასტურება, რომ 2021 წლის და 2022 წლის კონცერტების გაშუქებისას ერთი და იგივე კადრია გამოყენებული იმითაც მარტივად შეიძლება, რომ ვიდეოზე ჩანს მე-3 ქალიც, რომელიც სამივე კადრში მეორდება.

კადრი 2021 წლის კონცერტიდან

ფოტო: On.ge

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრემლის მედიის გაშუქებული ამბავი კითხვის ნიშნებს აჩენს. ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური იყო პუტინისა და ბორტგამცილებლების შეხვედრის ვიდეო, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ჰოლოგრამას და მონტაჟისას ჩამატებულ გარეშე პირს ჰგავდა. ინტერნეტი ერთხმად ამტკიცებდა, რომ პუტინი შეხვედრას არ ესწრებოდა და ეს კადრებით, ჩრდილებით, გამჭვირვალე მიკროფონითა და სხვა დეტალებით დასტურდებოდა. ეჭვს აძლიერებდა ისიც, რომ უცებ პუტინის გამოჩენდა ბევრ ხალხში, როცა მანამდე საერთაშორისო პარტნიორებს და თავისივე მინისტრებს გრძელ მაგიდასთან, დიდი დისტანციით სვამდა.

გაიგე მეტი: