თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სატელეფონო საუბრისა უთხრა, რომ ომში ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას "შედეგები" მოყვება. მათივე ინფორმაციით, ბაიდენმა სისთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მომხრეა.

"პრეზიდენტმა დააზუსტა რა შედეგები მოჰყვება, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, მაშინ, როცა ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", — ამბობს თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი.

ფსაკის განცხადებით, ჩინეთმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად დადგება და როგორ სურთ, ისტორიის წიგნში მოხვედრა.

სი ძინპინმა კი ბაიდენს უთხრა, რომ უკრაინის კრიზისი ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ Reuters ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც CNN წერს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეს საუბარი აღწერა შემდეგი სიტყვებით — "პირდაპირი", "არსებითი" და "დეტალური".

თეთრი სახლის ცნობით, მათ ისაუბრეს უკრაინის ომზე, ტაივანსა და ორმხრივ ურთიერთობებზე

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში