როგორც BBC იუწყება, ამერიკელმა ასტრონავტმა ქალმა პეგი უიტსონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

პეგიმ კოსმოსში ჯამში 534 დღე გაატარა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ კოლეგა ჯეფ უილიამსს გადაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ პეგი ასაკით ყველაზე უფროსი ასტრონავტი ქალია კოსმოსში, ის 57 წლის არის, ამავდროულად ის ერთადერთი ქალია, რომელიც კოსმოსური სადგურის მეთაური ორჯერ გახდა და ღია კოსმოსში ყველა ქალ ასტრონავტზე მეტჯერ გავიდა.

პეგი კოსმოსში 2002 წელს გაემგზავრა.