თუ ასე გააგრძელებენ კალაშნიკოვის ლულის მაგივრათ, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან — გახარია ოცნებაზე
ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ასე გააგრძელებს კალაშნიკოვის ლულის მაგივრად, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან. მისი თქმით, სიფრთხილე აუცილებელია, რომ საქართველო ცხელ ომში არ ჩაერთოს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
"თუ ასე გააგრძელებენ კალაშნიკოვის ლულის მაგივრად, ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან. ეს ზუსტად ასე იქნება, აგიხსნით რატომ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა ცხელ ომში ჩათრეული არ უნდა იყოს. ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, ეს ფასი გადახდილი გვაქვს. ყველაფერი ამისთვის უნდა გააკეთოს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც, ერთმნიშვნელოვნად.
მაგრამ ამის შემდგომ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც ვხედავთ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერას, უკრაინის მიმართ. ჩვენ, სახელმწიფომ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ოკუპაციის პირობებში, როცა ფასი უკვე გადავიხადეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ფარდა, რომელიც უპრეცედენტო სოლიდარობის, მთელი მსოფლიოს ფარავს დღეს და იცავს უკრაინას, ჩვენზეც უნდა გავრცელდეს. ჩვენზეც თუ არ გავრცელდა და ჩვენი უსაფრთხოების საკითხებთან დავრჩით მარტო ერთი-ერთზე დამთავრებულია. ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", — უპასუხა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გვაშინებს და ამას ფრთხილ პოლიტიკას ეძახიან. გახარიას აზრით ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ქვია, ამას ქვია, "მხდალი".
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრემიერმინისტრს არ ურჩევდა უკრაინაში ვიზიტს. მისი თქმით, "კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელთან" და "კიდე მეტს ვლაპარაკობთ".
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები