თუ ჰარი პოტერის ახალ ნაწილს გადაიღებენ, დენიელ რედკლიფი არ ითამაშებს
2022 წლის 1-ელ იანვარს დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი სხვა მსახიობებთან ერთად ჰარი პოტერის სპეციალური გადაცემით დაგვიბრუნდნენ, სადაც კადრს მიღმა სცენები და ძველი ისტორიები გაგვიზიარეს.
ჰარი პოტერის პირველი ფილმის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემის დაანონსებამდე პირველი ორი ნაწილის რეჟისორმა, კრის კოლუმბუსმა სურვილი გამოთქვა, რომ ფილმის ახალი ნაწილი ძველი ტრიოს მონაწილეობით გადაეღო. კრის კოლუმბუსს ახალი ფილმის გადაღება პიესა ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის მიხედვით უნდა, რომელშიც მოქმედება სიკვდილის საჩუქრების მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება. მან ისიც აღნიშნა, რომ მსახიობები ფილმში სათამაშოდ შესაბამის ასაკში არიან.
"დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დაწყევლილ ბავშვს. შესანიშნავი პიესაა და როლების მოსარგებად ბავშვებიც შესაბამის ასაკში არიან. ეს ჩემი პატარა ნატვრაა", — ამბობს კრის კოლუმბუსი.
როგორც ჩანს კრის კოლუმბუსის ენთუზიაზმს თავად დენიელ რედკლიფი არ იზიარებს. გამოცემა The New York Times-თან საუბარში რედკლიფმა განაცხადა, რომ ჰარის როლის კიდევ ერთხელ მორგებით დაინტერესებული არაა.
"ეს ის პასუხი არაა, რომელიც მოგეწონებათ, მაგრამ ვფიქრობ, უკან დაბრუნება და ამით სიამოვნების მიღება იმიტომ შევძელი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი აღარაა", — ამბობს სპეციალური გადაცემის შესახებ დენიელი, — "ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ვფიქრობ, რომ პოტერის ფაზა ნორმალურად დავასრულე და ბედნიერი ვარ იქ ყოფნით, სადაც ახლა ვარ. უკან დაბრუნება ჩემს ცხოვრებას ძალიან შეცვლიდა".
დენიელმა დაამატა, რომ მომავალში არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამჟამად ჰარი პოტერის განსახიერება არ უნდა:
"არასდროს ვიტყვი "არასდროს", მაგრამ ვარსკვლავური ომების მსახიობები 30-40 წლის შემდეგ დაბრუნდნენ, ჩემთვის კი ჯერ 10 წელი გავიდა. ამის კეთება ამჟამად არ მაინტერესებს", — განაცხადა დენიელმა.
ჯერჯერობით ჰარი პოტერის ახალი ნაწილის გადაღების შესახებ ზუსტი გეგმები და ინფორმაცია ცნობილი არაა, თუმცა როგორც ჩანს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი ჩვენი საყვარელი გმირის ჩანაცვლება სხვა მსახიობს მოუწევს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები